პანსიონური მომსახურების კოლეჯი განათლების სამინისტროს ნაცვლად ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება. აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს პარლამენტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნა ინიცირებული კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების რეორგანიზაცია უნდა მოახდინოს 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამავე ვადაში უზრუნველყოს პანსიონური მომსახურების პროფილის მქონე სააღმზრდელო დაწესებულებების დაფუძნება.
ამ ინიციატივას კომიტეტები საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავენ და იდეის განხორციელების გადაწყვეტილება საკომიტეტო განხილვების შემდეგ იქნება მიღებული.