თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლევან გოგიჩაიშვილის და გიორგი ალხაზიშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს, 11 იანვარს დასრულდება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ლევან გოგიჩაიშვილის და გიორგი ალხაზიშვილის ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა განუცხადა.
ნიკოლაიშვილის თქმით, ამოწურულია მტკიცებულებების გამოქვეყნება, გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა და ორშაბათს სასამართლო კამათის ეტაპზე გადავა.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ალხაზიშვილს - 4, გოგიჩაიშვილს - 7 წლით პატიმრობა მიესაჯა.