დღეს, 11 იანვარს 12:30 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბიზნესმენებს შეხვდება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო კანცელარიიდან აცნობეს, შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება და პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებთან ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების გზებსა და პერსპექტივებზე ისაუბრებს.