რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის სფეროში თანამშრომლობის საკითხი იქნება ერთ-ერთი უმთავრესი აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის პოლონეთსა და ჩეხეთში ვიზიტისას. ამის შესახებ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტონი ბლინკენმა განაცხადა.
"რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხები ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, მაგრამ დღის წესრიგი უფრო ფართოა", - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, სამივე ქვეყანა - პოლონეთი, ჩეხეთი და რუმინეთი, რომესლაც ჯოზეფ ბაიდენი ეწვევა აშშ-სთან თანამშრომლობს მთელი რიგი მიმართულებებით.
"სამივე ქვეყანა არის ნატოს წევრი და მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთში. ავღანეთში სტრატეგიის საკითხები, ენერგოუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებების პრობლემა, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია, დემოკრატიის საკითხები ეს არის ის თემატიკა, რომელიც ვიზიტისას იქნება განხილული" - განაცხადა ბლინკენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გეგმების გადახედვა არ უკავშირდება ამ საკითხისადმი რუსეთის ნეგატიურ დამოუკიდებულებას.
"რუსეთის შეშფოთება არ იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ახალი არქიტექტურა შეესაბამება საფრთხეებს, რომელსაც ახლა ჩვენ და ევროპა ვუპირისპირდებით" - განაცხადა ბაიდენის მრჩეველმა.