"უეფას" განცხადებით, ის კლუბები, რომლები Fair Play-ის წესების მიხედვით არ გააკონტროლებენ ფინანსურ შემოსავლებს, დაჯარიმებული იქნებიან და საბოლოოდ მოკვეთილი იქნებიან ჩემპიონთა ლიგიდან.
შეგასენებთ, რომ Fair Play-ის წესების თანახმად, ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდის ფინანსური დანაკარგები 45 მლნ.-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამ დროისთვის კი ლონდონის "ჩელსის" და მანჩესტერ "სიტის" საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვთ: 197 და 78 მლნ. ფუნტი სტრელინდი შესაბამისად. გაკოტრებისგან კი მათ აურაცხელი რაოდენობის აქციები და ფინანსური შესაძლებლობები იცავს: ლონდონელების მფლობელი მილიარდერი რომან აბრამოვიჩია, "სიტის" კი არაბი შეიხი მანსურ ბინ ზაიედი.
"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ტენდენცია მოვსპოთ ევროპაში. წინააღმდეგ შემთხვაში, ძალიან დიდ კრიზისს მივიღებთ, რომლისგანაც მხოლოდ ფეხბურთი და მაყურებელი დაზარალდება", - განაცხადა უეფას წარმომადგენელმა.