გუშინ ესპანეთის თასის განმეორებითი მატჩი გაიმართა „ბარსელონასა" და მადრიდის „რეალს" შორის. პირველი შეხვედრა კატალონიელებს 2:1 ჰქონდათ მოგებული და შედარებით მშვიდად შეხვდნენ მატჩს.
საწყის წუთებში მადრიდული კლუბი მასპინძლებზე უკეთ გამოიყურებოდა და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. ამის მიზეზი მეტოქეზე პრესინგი იყო, რის შედეგადაც ბარსელონას მეკარე უამრავ შეცდომას უშვებდა. პირველი ტაიმის მიწურულს „რეალს" „ბარსელონას" კონტრშეტევა გამოეპარა და პედრომ ანგარიშო გახსნა. დამატებულ წუთებზე, დანი ალვეშმა ულამაზესი შორიეული დარტყმით უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
მეორე ტაიმი კვლავ რეალის იერიშებით დაიწყო, მაგრამ სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. ბარსელონა ბურთზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ დიდი ხნით ამას ვერ აკეთებდა. 68-ე წუთზე მესუთ ოზილის გადაცემით, კრისტიანო რონალდო მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და ანგარიში მინიმუმადე შეამცირა. ოთხიოდე წუთში, შეცვლაზე შესულმა ბენზემამ ბრწყინვალედ ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში სამეფო კლუბმა განსაკუთრებული სახიფათო მომენტი ვეღარ შექმნა და შესაბამისად მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.