მოსკოვში წუხელ სომეხი ეროვნების მამაკაცი მოკლეს. მისი ცხედარი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ავტონობილში იპოვეს. ექპერტიზის დაკვნის მიხედვით, მამაკაცის გარდაცვალება მრავალრიცხოვანმა მოტეხილობებმა და ცეცხლასროლი იარაღით მიყენებულმა ორმა ჭრილობამ გამოიწვია.
ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცი თავის საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დრო თავის ნაცნობთან შევიდა კონტაქტში. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რომლივ დროსაც გარდაცვლილის მეუღლეც დაზარალდა.
"მეუღლის ჩვენებები მიხედვით ჩხუბი სადარბაზოში გაგრძელდა. ხოლო რა მოხდა მერე მისთვის უცნობია",_ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავ, რომ სავარაუდოდ, მამაკაცი ჯერ სასტიკად იქნა ნაცემი და Dშემდეგ უკვე ავტომობილის სალონში მოკლული.
გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ორ მამაკაცს ეძებს.