ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის დღევანდელ მეოთხედფინალებში ენდი მიურეიმ და ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამსეტიანი მატჩების შედეგად მოახერხეს მეტოქეთა ძლევა, ნახევარფინალში კი ტურნირზე პირველ-მეოთხე ნომრებად განთესილი ჩოგბურთელები,ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფა ნადალი, როჯერ ფედერერი და ენდი მიურეი გავიდნენ.
შოტლანდიელმა ენდი მიურეიმ იაპონელ კეი ნიშიკორის იოლად 6:3, 6:3, 6:1 მოუგო.
ნახევარფინალში გავიდა შეჯიბრების მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩიც. მსოფლიოს რეიტინგის სერბმა ლიდერმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეხუთე ნომრად განთესილ დავიდ ფერერს 6:4, 7:6 (7:4), 6:1 მოუგო და მომდევნო მოწინააღმდეგედ ბრიტანელი ეყოლება.
ამასობაში, როჯერ ფედერერთან სანახევარფინალო დაპირისპირებას რაფა ნადალი გამოეხმაურა. მალიორკელმა ავსტრალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ ამჯერად ფავორიტი შვეიცარიელია: "როჯერი ბრწყინვალედ თამაშობს და რომც წავაგო, შინ მაინც თავაწეული დავბრუნდები, რადგან ნახევარფინალში გასვლითაც კმაყოფილი დავრჩები".