ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ბოლო 25 წლის მსოფლიოს საუკეთესო მსაჯთა სია. რეიტინგი სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემების მონაცემებს ეყრდნობა. რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა იტალიელმა მსაჯმა, პირლუიჯი კოლინამ, რომელიც 1991-2005 წლებში ფიფა-ს უმაღლესი კატეგორიის მსაჯი იყო.
ნამსაჯი აქვს 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი და 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. 1998-2003 წლებში იგი ზედიზედ ექვსჯერ დასახელდა მსოფლიოს წლის საუკეთესო არბირტად. 2005 წელს კი 45 წლისა რომ გახდა, ამოწურა ფიფა-ს ასაკობრივი რეგლამენტი და სადღეისოდ მუშაობს რამდენიმე სამსაჯო კომიტეტში.
ბოლო 25 წლის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1. პიერლუიჯი კოლინა (იტალია)
2. მარკუს მერკი (გერმანია)
3. კიმ მილტონ ნილსენი (დანია)
4. პეტერ მიკელსენი (დანია)
5. ოსკარ რუისი (კოლუმბია)
6. შანდორ პული (უნგრეთი)
7. ხორხე ლარიონდა (ურუგვაი)
8. ურს მაიერი (შვეიცარია)
9. ანდერს ფრისკი (შვედეთი)
10. ფრანკ დე ბლეკერე (ბელგია)
მასალის გამოყენების პირობები