დღეს „ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, საქართველოს რაგბის კავშირის ნადვილ წევრთა საერთო კრება გაიმართა. კრებაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ 2011 წლის ანგარიში ჩააბარა კრებას, რომლის შემდეგაც მოხდა კავშირის პრეზიდენტის არჩევა. მომდევნო ოთხი წლის ვადით პრეზიდენტად კვლავ გიორგი ნიჟარაძე აირჩიეს. ამას გარდა კრებაზე ახალი ოთხწლიანი სასპონსორი ხელშეკრულება გაფორმდა სააქციო საზოგადოება „ლომისთან".