ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა" მორიგი თამაში მოიგო, ქართველმა ცენტრმა კი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ჯორჯიის შტატის გუნდმა შინ 121:94 დაამარცხა „კლივლენდი", ფაჩულიამ კი სასტარტო ხუთეულში დაბრუნება 13 ქულით, 6 მოხსნით, 4 პასით და 2 ჩაჭრით აღნიშნა. 13 ქულა და 4 პასი მისი სეზონის რეკორდების გამეორება იყო, ამასთან ფაჩულიას გუნდში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქნდა.
ძირითადი ცენტრის ალ ჰორჰორდის დაშავების შემდეგ „ატლანტამ" ექვსი მატჩიდან ხუთი მოიგო, ფაჩულიას სტატისტიკამ კი მოიმატა - ამ პერიოდში ის საშუალოდ 24,3 წუთს თამაშობს და 7,5 ქულას და 6,3 მოხსნას აგროვებს.