ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიისა და ლილოს ბაზრობის ადმინისტრაციის დაფინანსებით ბაზრობაზე მისასვლელი სამანქანო გვირაბი გაკეთდა.
ავტოსადგომი მოეწყო3000-მდე ავტომანქანისათვის და ფეხით მოსიარულეთათვის რკინის კონსტრუქციისაგან ხიდი აიგო. თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები კახეთის მიმართულებით მოძრაობას განმუხტავს.
"პრობლემური იყო აქ მოსვლა და კახეთის მიმართულებით წასვლაც. გაკეთდა ხიდი, გზაგამყოფი ავტობუსებისათვის ასაქცევად. ასევე გვირაბი და დიდი ავტოსადგომი, რომელიც 3000-მდე ავტომანქანას მოემსახურება. ეს შესაძლებლობას მისცემს კახეთიდან მომავალ ან კახეთისაკენ მიმავალ ადამიანს, თავისუფლად გადაადგილდეს და უამრავ თბილისელს, ვისაც აქ მოსვლა პრობლემებს უქმნიდა, კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას", _ განაცხადა უგულავამ.