. ეკონომიკის სამინისტროში ბაკურიანის, ურეკისა და ბახმაროს სარეაკრეაციო ტერიტორიების განაშენიანების პროექტები მომზადდა. კურორტების შემდგომი განვითარებისათვის განაშენიანების პროექტების შედგენა მნიშვნელოვანია, რადგანაც სამომავლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა სწორედ ამ პროექტების მიხედვით უნდა განხორციეკლდეს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს, უკვე განვითარებული კურორტების კუთხით, საკმაოდ დიდი რესურსი აქვს. სამინისტროში სპეციალური კომისია უკვე შევქმენით, რომელიც დეტალურ გეგმას დადებს თუ როგორ უნდა განვითარდეს სამომავლოდ ბაკურიანის, ურეკისა და ბახმაროს კურორტები""- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.