ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წლის დამსახურებული 5 მშენებელი და 7 არქიტექტორი სიგელებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა.
"ეკონომიკის სამინისტრო ყოველწლიურად აჯილდოებს, როგორც არქიტეტორებს ასევე იმ მშენებლებს, რომელთაც დიდი დდი ღვაწლი გასწიეს მშენებლობის დარგის განვითარებისათვის. 2009 წელი სამშენებლო სექტორისათვის საკმაოდ მძიმე წელი იყო, თუმცა რამოდენიმე პროექტების განხორციელება მაინც მიმდინარეობდა, რაც ძირითადად უცხოური დახმარების ხაერჯზე მოხდა", _ განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
2009 წელს გაწული სამსახურისათვის დაჯილდოვდნენ არქიტექტორები: დავით აბულაძე (არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე), ვიტალი ფრანგიშვილი, დუგლას სამხარაძე, გივი ვერიძე, ბესო ბელდიაშვილი. მშენებლები: დემურ კოვზირიძე, გოგი ბერაძე, სოსო ჯღარკავა, დავით ლაცაბიძე, თეიმურაზ ლაზარიშვილი, ვაჟა ნადირაშვილი.