სამშენებლო ბიზნესის განვითარებისათვის და კრიზისიდან გამოსასვლელად ქვეყანაში სამშენებლო სექტორის ადმინისტრირების რეფორმა იწყება. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის განმარტებით, არქმშენინსპექცია, საქტექზედამხედველობა და განსაკუთრებული ნებართვების გაცემის სამმართველო გაერთიანდება და ერთ სისტემნაში მოექცევა.
"ჩვენი მიზანია, რომ სამშენებლო ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის პირობები გავამარტივოთ და მათი გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდეს, რაც სამშენებლო პროექტების განხორციელებას უფრო გაადვილებს"- აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ის პროექტები რომლეთა სამშენებლო ნებართვების მიღება ბიუროკრატიული სისტემის გამო ვერ მოხერხდა ლიცენზიებსა და ნებაერთვებს უახლოეს ხანებში მიიღებენ. პოლოლიკაშვილის განმარტებით სამინისტროში უკვე შერჩეულია რამოდენიმე პროექტი, რომელზეც ლიცენზიის გაცემა ხვალვე მოხდება და მშენებლობებეიც განახლდება.