სს "გუდაურის" მფლობელი, შესაძლოა, ურიანული "პრივატ ჯგუფი" გახდეს, რომელიც სასტუმროს "გუდაურის" მენეჯმეტში უკვე შესულია.
ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ამ ფაქტს ხსნის იმით, რომ ინვესტორის სურვილია, ადგილზე გაეცნოს ვითარებას და დაკვირვების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება იყიდოს თუ არა სს "გუდაური".
"საქციო საზოგადოება "გუდაური" სავარაუდოდ გაიყიდება. "პრივატ ჯგუფი" გუდაურის მენეჯმეტში უკვე შესულია, რადგანაც ადგილზე ნახოს თუ რა ვითარებაა ფინანსურად და რამდენადაა დატვირთული კურორტი", _ აცხადებს პოლოლიკაშვილი.
მინისტრის განმარტებით ასს "გუდაურის" პრივატიზაციის საკითხი თებერვლის ბოლომდე დასრულდება.
გუდაურის კომპლექსის აქციების 85%-ის 5 მილიონ ევროდ გაყიდვას მთავრობა ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში გეგმავდა. თუმცა, მაშინ გაყიდვა ვერ მოხერხდა. მიმდინარე წლის ზაფხულში კი, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ სააქციო საზოგადოება "გუდაური" პრივატიზაციით ებრაული კომპანია იყო დაინტერესებული.
სს "გუდაურის" აქტივებში შედის 4-ვარსკვლავიანი 122 ნომრიანი სასტუმრო "გუდაური", 12 კოტეჯი, 5 საბაგირო გზა, სამთო-სათხილამურო ტრასები, მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, სპეცტექნიკა. სააქციო საზოგადოება "გუდაურის" აქტივების ღირებულება 35 მილიონი ლარია, კომპანიის აქციების 85% საწარმოების მართვის სააგენტოს ეკუთვნის, 10% -ვითიბი ბანკ ჯორჯიას". პრივატიზაციის პირობების თანახმად, ინვესტორს ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში კომპლექსის 6 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო ვალი, ასევე ამ თანხის პროცენტები - 582 ათასი ევრო უნდა დაეფარა.