10 დღეში საბოლოოდ დაზუსტდება თუ როგორ გაგრძელდება ეკონომიკის სამინისტროსა და კახი კალაძის „კალა კაპიტალს" ურთიერთობა, ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განუცხადა.
პოპოლიკაშვილის განმარტებით, ინვესტორსა და სამინისტროს შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და უახლოესი 10 დღის განმავლობაში დაზუსტდება რა ფორმით დარჩება ცნობილი ფეხბურთელი "არსენალ სიტის" პროექტში, რომელიც არსენალის მთაზე ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
მინისტრის თქმით, შესაძლოა პროექტში მონაწილეობის მისაღებას სხვა კომპანიაც გამოიძებნოს, რომელიც "არსენალ სიტის" პროექტს "კალა კაპიტალთან" ერთად განახორციელებს.
"ვითვალისწიენბთ რა არსებულ მდგომარეობას და ეკონომიკურ კრიზისს ვცდილობთ ინვბესტორთან საერთო ენა გამოვძებნოთ. ინვესტორსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ხელშეკრულება თავად ინვესტორის მხრიდან დარღვევულია, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვცდილობთ ინვესტორთან შეთანხმებას", _ აცხადებს პოლოლიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის დეკემბერის ბიოლოს კახი კალაძის საქართველოში
ვიზიტისას ცნობილი ფეხბურთელი ეკონომიკის მინისტრს პირადაც შეხვდა, რომლის მთავარი თემაც "კალა კაპიტალში" შემავალი "არსენალ დეველოპმენტის" 19 მილიონიანი დავალიანების განხილვა იქნება. "არსენალ დეველოპმენტმა" ყოფილ არსენალის მთაზე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 2008 წელს 38 მილიონ დოლარად იყიდა. კომპანიას
"არსენალ სითის" პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც არსენალის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და კომერციული ფართების, სამთავრობო სტრუქტურების, ასევე გასართობი ობიექტების მშენებლობას გულისხმობდა. პროექტის განხოპრციელება კალაძეს 2010 წლიდან უნდა დაეწყო, თუმცა გასულ წელს ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით მიმართა რათა პროექტის დაწყების ვადა 2 წლით გადაევადებინათ, თუმცა მაშინ ინვესტორმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრისგან მტკიცე უარი მიიღო.