მიმდინარე წელს ბულგარეთში უმუშევრად და საარსებო წყაროს გარეშე, სავარაუდოდ, 200-250 ათასი კაცი დარჩება. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ბულგარეთის დამოუკიდებელი სინდიკატების კონფედერაციის თავმჯდომარემ პლამენ დიმიტროვმა.
მისი განცხადებით, სავარაუდოდ, ყველაზე რთულ სიტუაციაში 65 წელს გადაცილებული ადამიანები აღმოჩნდებიან. მათ შემდგომ კი რისკის ჯგუფში ინვალიდები არიან.
პროფკავშირების ლიდერი მიიჩნევს, რომ 2010 წელი ქვეყნის მოსახლეობისთვის უფრო რთული იქნება, ვიდრე 2009 წელი თუ ქვეყნის ხელისუფლება არ გადახედავს ბიუჯეტის პარამეტრებს წლის პირველი ნახევრისთვის.
"ბულგარელებს ამჟამად აქვთ უფრო დაბალი შემოსავლები, ხოლო უმუშევდობა უფრო მაღალია, ვიდრე გასული წლის დასაწყისში", - განაცხადა დიმიტროვმა.