კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის წლის ბოლომდე დღგ-ის დაბრუნების მექანიზმის გამარტივება. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გააკეთა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე დარეგულირდება ბიზნესის დალუქვის საკითხიც. ბაიდურაშვილის განმარტებით, 2010 წელს ყველა ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება შემოსავლების მობილიზების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები. მინისტრს მიაჩნია, რომ 2010 წლის ბიუჯეტი საკმაოდ რეალისტურ პარამეტრებზე დაიგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა სამინისტროს შეუმცირდა ხარჯი, არ შემცირებულა ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური ხარჯები და მომავალ წელს, მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება გაგრძელდება.