ხვალ, 8 იანვარს, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში სულ 24 საკითხია შეტანილი.
დღის წერიგის მიხდევით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია "ერთი მხრივ, შპს "ახალ ქსელებს", შპს "ახტელს" და მეორე მხრივ, სს "გაერთიანებულ ტელეკომს" შორის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვასა და არაგონივრულად მაღალი ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ" იმსჯელებს.
კომისია განიხილავს, ასევე, რამდენიმე კომპანიისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხს.