დავით აღმაშენებლის ლიტერატურულ პრემიაზე ნაწარმოებები ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა წარადგინეს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, ნანა ჭყოიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, საკონკურსოდ ლიტერატურული ნაწარმოებები წარადგინეს ჭაბუა ამირეჯიბმა, ელიზბარ ჯაველიძემ, რევაზ მიშველაძემ, ჯემალ აჯიაშვილმა, ვასილ კუკულაშვილმა, ირაკლი სამსონაძემ, ვაჟა კოზმანაშვილმა, მარინა ცხვედიანმა, ნოდარ წულეისკირმა, ვიქტორ რცხილაძემ, რეზო ამაშუკელმა, გენო კალანდიამ, ჯემალ დავლიანიძემ, ილია ლეკვეიშვილმა, სოსო სიგუამ, ბორის დარჩიამ, მურმან თავდიშვილმა, გიორგი მახარაძემ, მაია მოსულიშვილმა და სხვებმა.
შეგახსენებთ, რომ დავით აღმაშენებლის ლიტერატურული პრემიის ნომინანტების დაჯილდოება 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიმართება.
პირველი პრემიის ლაურეატი 25 ათას ლარს მიიღებს, მეორე პრემიის _ 20 ათას ლარს, მესამე პრემიის ლაურეატს კი 15 ათასი ლარით დააჯილდოვებენ.
დაწესებულია ასევე 10-მდე ნომინაცია. გამოვლინდება ნომინანტები საუკეთესო პოეტურ, პროზაულ ნაწარმოებებში, ასევე დაჯილდოვდებიან საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოებებისა და საუკეთესო სცენარის ავტორებიც.