ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა და საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ვიქტორ დოლიძემ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ “ჯი-ეიჩ-ენს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ვიქტორ დოლიძე გაეროში საქართველოს ყოფილ ელჩთან, ირაკლი ალასანიასთან ერთად პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს.
ალასანიასა და დოლიძეს შორის კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები