კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ, პოლიტიკური სიტუაცია თუ ძირეულად არ შეიცვლება, 2009 წელს კონფლიქტების მოგვარების შანსები მეტად დაბალი იქნება.
როგორც “ჯი-ეიჩ-ენს” გოგი ხუციშვილმა განუცხადა, თუ 2009 წელს არ შეიცვალნენ პოლიტიკური ლიდერები და ძალთა გადანაწილებაც იგივე დარჩა, კონფლიქტები არ მოგვარდება.
“თუ არ შეიცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი, 2009 წელს ძნელია ვილაპარაკოთ დადებით ცვლილებებზე კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით. თუ წარმოვიდგენთ, რომ სათავეში მოსკოვშიც, თბილისშიც იგივე ლიდერები არიან, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ისინი მივიდნენ რაიმე შეთანხმებამდე. თუ ძალთა განლაგება და ლიდერთა ვინაობა არ იცვლება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2009 წელს კონფლიქტები არ მოგვარდება”, _ განუცხადა “ჯი-ეიჩ-ენს” გოგი ხუციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები