ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ციპი ლივნიმ უარყო ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ალექსანდრ სალტანოვის წინადადება, რომ ისრაელსა და პალესტინურ მოძრაობა “ჰამასს” შორის გამართულ მოლაპარაკებებში რუსეთმა შუამავლის ფუნქცია შეასრულოს.
“ჩვენი მიზანი, გავანადგუროთ “ჰამასი” სერიოზული და მისთვის ლეგიტიმური სტატუსის მინიჭებას ან მასთან გზავნილების გაცვლას არ ვაპირებთ. “ჰამასთან” სასაუბრო არაფერი გვაქვს”, - განაცხადა ლივნიმ. ამის შესახებ ინფორმაციას ებრაული გაზეთის, Hაარეტზ-ი ავრცელებს.
ისრაელის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელთან თელ-ავივში გამართულ შეხვედრაზე სალტანოვმა ისრაელს “ჰამასთან” მოლაპარაკებების გასამართად შუამავლად საკუთარი სამსახური შესთავაზა და დასძინა, რომ მას შეუძლია დამასკოში მყოფ “ჰამასის” ლიდერს ჰალედ მაშალს ებრაული მხარის გზავნილი გადასცეს.
სალტანოვის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ისრაელის პრემიერ ეჰუდ ოლმერტთან საუბრისას ღაზას სექტორში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო “შეშფოთება” გამოთქვა და ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას ხაი გაუსვა.
მასალის გამოყენების პირობები