უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა და სულ მცირე 800 დრონი გაუშვა. თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, ექვსი კი დაიღუპა.
„დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსები ჩვენი რეგიონების წინააღმდეგ „შაჰედებს“ უშვებენ, განსაკუთრებით კი მიზანმიმართულად იმ რეგიონების მიმართულებით, რომლებიც ნატო-ს ქვეყნების საზღვრებთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. უკვე დაფიქსირდა დარტყმები ზაკარპატიაში, ლვოვის ოლქში, ვოლინში, ასევე ფრანკოვსკსა და რივნეს ოლქში.
სამწუხაროდ, დარტყმები იყო სხვა მრავალ რეგიონშიც: ვინიცის, ჩერნოვცის, ხმელნიცკის, დნიპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, კიევის, მიკოლაევის, ოდესის, სუმის, ჩერკასის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში.
ამ დროისთვის ცნობილია ათობით დაშავებულის შესახებ, მათ შორის არიან ბავშვებიც. სამწუხაროდ, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
დღის განმავლობაში უკვე დაფიქსირდა სულ მცირე 800 რუსული დრონი და შეტევა კვლავ გრძელდება - ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ახალი დრონები კვლავ შემოდიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.