დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ცესკომ 11 დეკემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების  შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50 % ვერ დააგროვა. 
ე.წ. ცესკოს მონაცემებით, კანდიდატ ევგენი შევჩუკს მხარი ამომრჩეველთა 38,53 % დაუჭირა, ანატოლი კამინსკის 26,48 %, ხოლო მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს იგორ სმირნოვს 24,82 %-მა. 
აღსანიშნავია, რომ ე.წ. ცესკოს თავმჯდომარის პეტრ დანილენკოს ინფორმაციით, დღეს არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა და არა საბოლოო. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები