დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2009 წელს ტურისტების რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია, მაშინ, როცა 2008 წლის მონაცემებით, 53 000 ტურისტი დაფიქსირდა. ამ ეტაპზე საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სახის ტურების ორგანიზებაა შესაძლებელი. მათ შორის: სალაშქრო, საცხენოსნო, სანაოსნო, საგანმანათლებლო ტურები, ფრინველებზე დაკვირვება, სამთო ველოსიპედით სეირნობა, კემპინგი და სხვა.