ტურისტების დათვლის სტატიასტიკის მეთოდოლოგიის გასაუმჯობესებლად, ტურიზმის დეპარტამენტმა სპეციალური ჯგუფი შექმნა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ჯგუფში დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სტატისტიკის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, ეროვნული მუზეუმის, შემოსავლების სამსახურის, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ტურისტების რიცხოვნობის დასათვლელად ყველა უწყების მუშაობის გაზიარება უნდა მოხდეს, რათა საბოლოოდ დაიდოს ის მექანიზმი, რითაც მოხდება გარკვევა თუ რა წილი უდევს ტურიზმს მშპ-ში.
ტურისტების სტატისტიკის საწარმოებლად და ტურისტის ხარჯის დასათვლელად სართაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში ყოველკვარტლული კვლევა ჩატარდეს.
თბილისის მასშტაბით, შიდა ტურიზმის კვლევა ტურიზმის დეპარტამენტმა მარკეტიკული კვლევების ცენტრ "ბისიჯის" უკვე დაუკვეთა, რომლის შედეგებიც უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.