სს "თბილსრესის" სამურვეო ქონებას მფლობელი ამჯერადაც არ გამოუჩნდა. აუქციონი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო ჩაიშალა, რადგანაც მისი შეძენის სურვილი ოფიციალურად არავის დაუფიქსირებია. რიგით მეორე აუქციონზე "თბილსრესის" სამეურვეო ქონების საწყისი ფასი 165 135 172 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ სამეურვეო ქონება განლაგებულია გარდაბანში; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელებში კალინინო და ქესალო; თბილისში, დაბა კოჯორში, ბეთანიაში. ერთობლიობაში აღნიშნული ქონება ემსახურება ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობას.
"თბილსრესის" დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 309 მლნ ლარით არის განსაზღვრული, ამასთან "თბილსრესს" დავალიანება აქვს სხვადსხვა კრედიტორის მიმართაც.