ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრის, ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, მას შემდეგ, რაც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ხელისუფლებამ დაფინანსების საკითხების გამკაცრება დაიწყო. ამის შესახებ ბაღათურიამ იურიდიული საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
"რამდენიმე წელია ვითხოვთ პარტიების დაფინანსების ზედა ზღვრის დაწესება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ფინანსები 200-ჯერ არ აღემატებოდეს დანარჩენი საარჩევნო სუბიექტებისას, თუმცა ამაზე რეაგირებას არავინ ახდენდა. მას შემდეგ კი, რაც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივნიშვილი და ქართული ფული გამოჩნდა, ამ საკითხით დაინტერესდით და შეზღუდვების დაწესება დაიწყეთ", - აღნიშნა ბაღათურიამ.
დეპუტატი დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მოიგებს არჩევნებს, მოაწერს თუ არა შემაჯამებელ ოქმს ხელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7 წევრი, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ არიან დანიშნული.
"თქვენი წევრები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში შემაჯამებელ ოქმს ხელს არ მოაწერენ, ეს ქვაყნას სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანს და თქვენც სწორედ ეს გინდათ", - მიმართა საპარლამეტო უმრავლესობის წარმომადეგენლებს ბაღათურიამ და დასძინა, რომ მმართველი და მისი "მოძმე" პარტიები უკვე ემზადებიან საარჩევნო სიების გასაყალბებლად.