2010 წლის ბოლომდე ფინანსთა სამინისტრო გადამხდელთა მომსახურების გამარტივებას გეგმავს. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, წელს საგადასახადო-საბაჟო კუთხითაც მნიშვნელოვანი რეფორმები გაგრძელდება. ამ მხრივ, იგეგება ადმინისტრაციული რეფორმები შემოსავლების სამსახურში, რაც გულისხმობს გადამხდელთა მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2010 წელს იგეგმება ასევე საგადასახადო კანონმდებლობის მასშტაბური აუდიტი, რათა დადგინდეს, რამდენად ხელსაყრელია კოდექსი ინვესტორებისათვის და ხომ არ შეიძლება მისი დამატებით შეცვლა უკეთესობისაკენ.
მინისტრის ინფორმაციით, საზოგადოება ამ მიმართულებით სამინისტროს წინადადებებს იანვარ-თებერვალში გაეცნობა.
ბაინდურაშვილის თქმით, 2010 ფინანსურ წელს ფინანსთა სამინისტრო 2009 წლის მსგავსად, ყველა შესაძლო სურთულეს თავს გაართმევს და გადამხდელებს ბევრ სიახლესა და რეფორმას შესთავაზებს.