დღეს, 6 იანვარს, ეროვნული ბანკის 92-დღიან N1, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 2.83%-ით, მაქსიმალური 3.37%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 3.07%-ით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები