დონორების მიერ გამოყოფილი 4,5 მლნ. დოლარიდან ფინანსთა სამინისტრო წლის ბოლომდე 4,3. მლნ დოლარი ექნება დაკონტრაქტებული, ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა.
გვინდაძის განმარტებით, მაისის ბოლომდე მსოფლიო ბანკიდან 40 მლნ დოლარის, ხოლო აზიის განვითარების ბანკიდან 40 მლნ დოლარის გამოყოფაზე გაფორმდება ხელშეკრულება.
"ამ დროისათვის მოლაპაარკებები გვაქვს როგორც მსოფლიო ბანკთან, ასევე აზიის განითარების ბანკთან და ევროკავშირთან. ამ მოლაპაარკებების დასრულებას მაისისთვის ველოდებით და მაისის ბოლომდევე მოხდება თანხების დაკონტრაქტებაც, რომელიც ბიუჯეტში სავბიუჯეტო დახმარების სახით გადაირიცხება. წელს მსოფლიო და აზიის განვი|თარების ბანკებიდან 40-40 მლნ. ველოდებით, ხოლო ევროკავშირიდან გამოყოფილი გრანტის მოცულობა წელს სავარაუდოდ 40 მლნ ევრო იქნება. თუმცა წინასწარ ზუსტი ციფრების თქმა არ შემიძლია, რადგანაც მოლაპაარკებები ამჟამადაც წარმოებს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დიმიტრი გვინდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ, ბრიუსელში 2008 წლის 22 ოქტომბერს გამართულ კონფერენციაზე დონორები საქართველოს 4,5 მლრდ. დოლარის ოდენობის დახმარებას დაპირდნენ. პირობის თანახმად, ბრიუსელის კონფერენციაზე განსაზღვრული 4,5 მილიარდი დოლარი ქვეყანაში 3 წლის განმავლობაში უნდა გადმოირიცხოს. თანხის დიდი ნაწილი - თითქმის 3 მილიარდი აშშ დოლარი ანუ 63% კრედიტებია, დანარჩენი კი გრანტები.