საქართველოს კონტროლის პალატა 2010 წელს საჯარო სკოლებსაც შეამოწმებს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 2010 წელს კონტროლის პალატის ერთ-ერთი პრიორიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების აუდიტი იქნება.
`კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ განათლების სისტემისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეფორმამ უკვე მოიტანა ის შედეგები, რომელთა აუდიტის დრო დადგა~, - განაცხადა ბეჟაშვილმა.