საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხედვა მისი პოლიტიკაში გამოჩენამდე ყველასთვის უცნობი იყო.
ამის შესახებ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
"ივანიშვილი, სანამ პოლიტიკაში გამოჩნდებოდა მისი პოლიტიკური ხედვა არავისთვის არ იყო ცნობილი. ეს იყო დახურული ტიპის ადამიანი, რომლის პოლიტიკური პოზიციები უცნობი იყო და ვერც ვერავინ გააკრიტიკდებდა", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ბიზნესმენის პოლიტიკური შეხედულებების გაცნობამდე სხვა მხარე იყო ნობილი და "ეს იყო ბევრი კარგი პროექტის დაფინასება".
"ახლა მან თავად მოახდინა ამის პოლიტიკურ კაპიტალად ტრანსფორმაცია. თავად დაუსვა წერტილი ქველმოქმედებას და ის პოლიტიკური კარიერის სტარტად გამოიყენა. მისი არც ერთი პოლიტიკური იდეა ახალი არ არის. პრორუსულობა და ნეიტრალურობის იდეა ყოველთვის იყო", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა და აქვე დასძინა, რომ ივანიშვილს არაფერი ახალი არ უთქვამს და ეს ყველაფერი წლების განმავლობაში ოპოზიციურ სპექტრში იხარშება, როგორც ალტერნატივა დასავლური განვითარების.