6 იანვარს, 14:00 საათზე, სს "თბილსრესის" სამურვეო ქონების რელიზაციის მიზნით, განმეორებითი აუქციონი გაიმართება. აუქციონი გარდაბანში, აღმაშენებლის ქ. # 2-ში ჩატარდება.
"თბილსრესის" სამეურვეო ქონების საწყისი ფასი 165 135 172 ლარს შეადგენს.
სამეურვეო ქონება განლაგებულია გარდაბანში; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელებში კალინინო და ქესალო; თბილისში, დაბა კოჯორში, ბეთანიაში. ერთობლიობაში აღნიშნული ქონება ემსახურება ელექტროენერგიის წარმოების
საქმიანობას.
"თბილსრესის" დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 309 მლნ ლარით არის განსაზღვრული, ამასთან "თბილსრესს" დავალიანება აქვს სხვადსხვა კრედიტორის მიმართაც.
"თბილსრესის" სამეურვეო ქონების გაყიდვის მიზნით, აუქციონი 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა განაცხადების არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი მაშინ 321 753 828 ლარს შეადგენდა.