სუვეტრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ მტკიცეა აშშ-ს მთავრობის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და ეკონომიკური წინსვლის საკითხში. ამ საკითხებს შეერთებული შტატებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს", _ განაცხადა თბილისში ვიზიტად მყოფმა ალექსანდრე ვერშბოუმ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო ჯგუფის სამუშაო სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში სახელმწიფო კანცელრიაში მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით აშშ-ს პარტნიორად ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო სჭირდება, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეეძლება. ამასთან საქართველო-აშშ ქარტიის ფარგლებში შექმნილი აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ აშშ ევროატლატიურ ტრუქტურებში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს სწრაფვას მიესალმება.
"ჩვენ ვაპირებთ შევიმუშავოთ გეგმა რომლის ფარგლებში აშშ ითანამშრომლებს საქართველოსთან რათა დაეხმაროს მას ნატოში გაწევრიანების გზაზე", _ განმარტა ვერშბოუმ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კანცელაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სხდომას ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია, ამავე უწყების საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი სერგი კაპანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი, შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაშაკიძე ესრებიან.