სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველო ონის რაიონის სოფელ ქვედრულაში მდებარე ყოფილი ქვედრულაჰესის შენობა-ნაგებობებსა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთს ყიდის.
ობიექტის საწყისი ღირებულება 9 ათასი დოლარია და მის გაყიდვა 11 იანვრისათვის დაგეგმილ აუქციონზე იგეგმება.