წინასწარი მონაცემებით, 2009 წელს აჭარაში 140 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7 %-ითაა გაზრდილი.
გასულ წელს აჭარაში განხორციელებული 140 მლნ დოლარის ინვესტიციებიდან 98 მლნ მილიონი დოლარი უცხოური ინვესტიციები იყო.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რეგიონში ყველაზე მზარდი ტურიზმი აღმოჩნდა, რადგანაც სექტორში 2009 წელს 68 მლნ დოლარის ინვესტირება განხორციელდა. ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა ასევე მშენებლობის სექტორი, სადაც 2009 წელს 56 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 11 მლნ დოლარის ინვესტირება მოხდა მრეწველობაში, ხოლო ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში მხოლოდ 2 მლნ დოლარია ინვესტირებული.