სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წლის დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბერთან შედარებით 0,1 %-ით შემცირდა, ხოლო 2008 წლის დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით 3 %-ით გაიზარდა.
დეკემბერში სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასები წინა თვესთან შედარებით 0,3 %-ით შემცირდა. დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 0,4 %-ით შემცირდა ასევე ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის ფასები. ფასები ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე სერიოზულად შემცირდა 2008 წლის დეკემბერთან შედარებით (9,7 %-ით). ნოემბერთან შედარებით 0,3 %-ით გაიაფდა ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო ავეჯის, საოჯახო ნივთების ფასებმა 0,5 %-ით იკლო.
სამაგიეროდ 0,7 %-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო. ნოემბერთან შედარებით, 0,5 %-ით გაძვირდა რესტორნებისა და კაფეების მომსახურების ღირებულება.