დღეს 5 იანვარს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა თუშეთის რეგიონში არსებულ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებთან.
შეხვედრაზე თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ მოეწყო პრეზენტაციები ეროვნულ პარკში გამოყენებადი კულტურული და ბუნებრივი ფასეულობების შესახებ. შეხვედრას თუშეთის რეგიონში ტურიზმის სფეროში დასაქმებული წარმომადგენლები დაესწრნენ.
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრის მიზანია საოჯახო სასტუმროების მეპატრონეების ინფორმირება თუშეთის დაცული ტერიტორიის ტურისტული პოტენციალის შესახებ და ტურისტული სერვისის გაუმჯობესების ხელშეწყობა.