. გარემოს დაცვის სამინისტრო ბათუმში ნავთობტერმინალის მუშაობას ამოწმებს.
მონიტორინგის ჩატარება გენერალურმა ინსპექციამ ტერმინალის ახლოს მცხოვრები მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე გადაწყვიტა.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ობიექტიდან ყოველდღიურად ნავთობპროდუქტები ჟონავს, რაც ეკოლოგიურ საფრთხეებს ქმნის.
არაგეგმიური შემოწმების შემდეგ სპეციალური დასკვნა მომზადება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ტერმინალის ხელმძღვანელობას სანქციებს დააკისრებენ.