ქუთაისსა და კიევს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ქუთაისი-კიევის პირველი რეისი დღეს შესრულდება.
კოპიტნარის აეროპორტში კიევიდან მგზავრებს 17:00 საათისთვის ელოდებიან. თვითმფრინავის დასახვედრად კოპიტნარში სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც მივა.
რეგულარულ რეისებს უკრაინული ავიაკომპანია კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს შეასრულებს. თებერვლიდან კი ხარკოვის მიმართულებით კიდევ ერთი რეისის დამატება იგეგმება.
პარალელურად კოპიტნარის აეროპორტში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.