დუდუ დადიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საკალათბურთო ტურნირი, რომელიც 15-19 ოქტომბერს რუსთავში გაიმართა, რუსთავის "ენერჯი ინვესტის" გამარჯვებით დასრულდა. რუსთაველებმა ფინალურ მატჩში "თსუ" 91:69 დაამარცხეს და "დუდუ დადიანის მემორიალი" მეოთხედ მოიგეს. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე "ენერჯი ინვესტის" კაპიტანი - კოტე ტუღუში გახდა 23 ქულით, 7 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით.
დუდუ დადიანის მემორიალი ფინალი 19 ოქტომბერი. რუსთავი
ენერჯი-თსუ 91:69
25:27, 23:19, 18:16, 25:7
ენერჯი: მაჭავარიანი (4ქ), ბაბიაშვილი (15ქ, 7მ), ჩიტაშვილი (10ქ, 4პ), ცეკვავა (13ქ, 8მ), ტუღუში (23ქ, 7მ, 7პ), დვალიშვილი (6ქ), არწივიძე, ტუჯანი (9ქ, 12მ, 3დ, 4ჩ), ჭოჭუა (11ქ, 6მ).
თსუ: ფანჩულიძე (8ქ, 2დ), გაფრინდაშვილი (11ქ, 5პ, 4ჩ), ლეჟავა (13ქ, 7მ, 3პ), კოხრეიძე (3ქ), ლოსაბერიძე (8ქ), დ. ბარბაქაძე (17ქ, 9მ), ხეცურიანი (7ქ, 6მ, 2დ), ბადრიძე.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი
კომისარი: მ. ქურიძე