დღეს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის აუქციონზე 9 ობიექტი გაიყიდა, საიდანაც ბიუჯეტში 144 ათას 982 ლარი შევა.
აუქციონზე ყველაზე მაღალ ფასად, 44 ათას 249 ლარად გაიყიდა მცხეთაში, სოფ. გალავანის ტერიტორიაზე, მდ. თეზამის ქვიშა, ხრეშის გამოვლინების ლიცენზია.
აუქციონზე გაიყიდა ასევე ხაშურში, სოფ. ოძისის ტერიტორიაზე "სურამი-ოძისის" კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის გამოვლინების ლიცენზია, რომლის მფლობელიც "საქართველოს საშენიმასალები" გახდა და ლიცენზიანტმა მასში 30 308 ლარი გადაიხადა.
გაიყიდა ასევე ზუგდიდში, სოფ. ორსანტიას ტერიტორიაზე, მდ. ენგურზე "კოკის" ქვიშა, ხრეშის გამოვლინება. ობიექტის გასაყიდიმა ფასმა 4 425 ლარი შეადგინა და მისი მფლობელი "ზუგდიდის საგზაო სამმართველო" გახდა. აუქციონზე გაიყიდა ასევე წალკაში, სოფ. ბურნაშეთის მიმდებარე ტერიტორიაზე "ტაბაწყურის" ანდეზიტ-დაციტ-რიოლითების გამოვლინება, რომელიც 11 000 ლარა შპს "ქვის სახლი"-მ შეიძინა.
სენაკში, სოფ. კოტიანეთის ტერიტორიაზე "კოტიანეთის" კირქვის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი კი 11 000 ლარად სს "არქეოპოლისი"-ი გახდა. "არქეოპოლისი"-მ შეიძინა ასევე სენაკში, სოფ. ძველი სენაკის ტერიტორიაზე "ძველი სენაკის" კირქვის მოპოვების ლიცემნზია.