საქართველოს მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას ეგვიპტიდან შეეცდება, სადაც 19-21 იანვარს ეგვიპტურ-ქართული ბიზნესფორუმია დაგეგმილი. ბიზნესფორუმზე დასასწრებად ეგვიპტზეში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მიემგზავრება, რომელიც ეგვიპტელი ბიზნესმენების დარწმუნებას შეეცდება, რათა ქვეყანაში ეგვიპტური კაპიტალის შემოდინება კიდევ უფრო გაიზარდოს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2009 წელს საქართველოს ნომერ პირველი ინვესტორი ეგვიპტზე გახდა, რადგანაც კომპანია "ფრეშმა" ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში სოლიდური რაოდენობის ინვესტიცია განახორციელა და იქ საყოფაცხოვბრებო ტექნიკის წარმოება უკვე დაიწყო.