რუსეთ-საქართველოს ომზე რენი ჰარლინის ფილმის გადაღება დღის ბოლოს საქართველოს პარლამეტის წინ გაგრძელდება. იქ მისულ თბილისელებს კი საშუალება ექნებათ, რომ ნახონ თუ როგორ მუშაობს კამერის წინ ენდი გარსია, როგორ განასახიერებს იგი საქართველოს პრეზიდენტს და როგორ იღებენ ფილმს ჰოლივუდში.
მოსამსადებელი სამუშაოები წუხელ გვიან ღამემდე გაგრძელდა. აქ ყველაზე მასშტაბური სცენა ენდი გარსიას მონაწილობით 12 აგვისტოს საქართველოსა და კიდევ ხუთი ქვეყნის პრეზიდენტების მიმართვა მსოფლიოსადმი იქნება.
პარლამენტთან გადასაღებ მოედანზე მისვლა დღეს ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ფილმის მთავარი გმირები ამერიკელი ჟურნალისტი და მისი ოპერატორი არიან. მათ უწევთ ვალდენულებისა და მორალის საკითხების გადაწყვეტა თავისი ჟურნალისტური მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად.
ჰარლინმა აღიარა, რომ მას უკვე დიდი ხანია უნდოდა სერიოზულ პროექტზე მუშაობა, სერიზულ დრამაზე, რომელიც ადამიანის სულიერ მდგომარეობას გამოხატავდა. მისი თქმით, ეს ფილმი არ იქნება პოლიტიკის შესახებ, იგი არ იქნება ანტირუსული, ანტიქართული ან ანტიამერიკული. ეს იქნება ფილმი ომის წინააღმდეგ. რეჟისორი ასვეე იტოვებს იმედს, რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო ფილმი იქნება.
ფილმის გადაღებები დაახლოებით ნოემბერში დასრულდება და კინოეკრანზე 2010 წლის მაისში გამოვა. თითქმის ორსაათიანი ფილმი ინგლისურენოვანი იქნება, სადაც მთავარ როლებს უცხოელი მსახიობები შეასრულებენ, ქართველი მსახიობები კი მეორეხარისხოვანი როლებით დაკავდებიან.