17-18 ოქტომბერს ხელბურთში საქართველოს ჩემპიონმა "თბილისმა" ადგილობრივ "ბენფიკასთან" ლისაბონში ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩები გამართა და ჯერ 21:34, შემდეგ კი 25:29 დამარცხდა.
მეორე მატჩში ქართულმა გუნდმა გაცილებით უკეთ ითამაშა და მხოლოდ ოთხი ბურთის სხვაობით 25:29 წააგო. "ბენფიკა" ევროპული ხელბურთის ერთ-ერთი გრანდია და საკმაოდ ტიტულოვანი გუნდიც გახლავთ.
პორტუგალიური გუნდი ბოლო წლებში ევროთასებზე წარმატებით გამოდის. მარცხის მიუხედავად "თბილისის" თამაში მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. საქართველოს ჩემპიონმა პირველი ეტაპის გადალახვა შეძლო, სადაც კვიპროსის "პაფოსი" ორივე შეხვედრაში სტუმრად დაჩაგრა.
მეთექვსმეტედფინალი. ლისაბონი, 17 ოქტომბერი.
ბენფიკა(პორტუგალია) 34:21 თბილისი(საქართველო)
თბილისი: კორნელი ანდრიაძე, ალექსანდრე გონჩაროვი (მეკარეები), ტიტე კალანდაძე, ლევან გელაშვილი, გიორგი წივწივაძე, ვანო ქარდავა, უჩა მაისურაძე, ომარ ქუთათელაძე, ოთარ ამირანაშვილი, გიორგი იობაშვილი, აკაკი ყაველაშვილი, გიორგი სამარღანიშვილი, ირაკლი თევზაძე, შალვა თოდაძე (მოედნის მოთამაშეები).
მეთექვსმეტედფინალი. ლისაბონი, 18 ოქტომბერი.
თბილისი(საქართველო) 25:29 ბენფიკა(პორტუგალია)
თბილისი: კორნელი ანდრიაძე, ალექსანდრე გონჩაროვი (მეკარეები), ირაკლი ღაღანიძე, ტიტე კალანდაძე, ლევან გელაშვილი, გიორგი წივწივაძე, ვანო ქარდავა, უჩა მაისურაძე, ომარ ქუთათელაძე, ოთარ ამირანაშვილი, გიორგი იობაშვილი, აკაკი ყაველაშვილი, გიორგი სამარღანიშვილი, ირაკლი თევზაძე, შალვა თოდაძე (მოედნის მოთამაშეები).