ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანის უფლებები, ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილება დღეს გალში.
ქართულ მხარეს საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი წარმოადგენს. აფხაზ სეპარატისტებს კი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია. შეხვედრაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ევროკავშირის. ეუთოსა და რუსი ოკუპანტების წარმომადგენლები.
"ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანის უფლებები, გარდა ამისა ადმინისტრაციულ საზღვარზე გაადაადგილების საკითხები, ის ინციდენტები, რომლებიც ხდება ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ _ ყველა ეს საკითხი რჩება დღის წესრიგში და დარჩება ვიდრე ისინი მეტ-ნაკლებად არ მოგვარდება", _ აცხადებს შოთა უტიაშვილი.