უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ის კიევში რჩება, რომელიც რუსული დაბომბვის შედეგად დაზარალდა, ამერიკულ მხარესთან შეხვედრის პირობა კი კონკრეტული შედეგების არსებობაა.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვერისას განაცხადა.
შეკითხვაზე შეხვდება თუ არა დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე კიევში რჩება, რადგან სურს შეამოწმოს, „როგორ შესრულდა გათბობისა და ენერგეტიკის გაძლიერების ამოცანები რამდენიმე რეგიონში“.
„თუ ჩვენი გუნდები ამაზე ისაუბრებენ, მაშინ შეხვედრა გაიმართება. და ჩვენ ყოველთვის გვაქვს შეხვედრები გარკვეული შედეგებით. რა თქმა უნდა, ამერიკასთან შეხვედრები ყოველთვის უნდა დასრულდეს კონკრეტული შედეგებით უკრაინის გაძლიერების ან ომის დასრულებისკენ მიმავალი გზებით და თუ დოკუმენტები მზად იქნება, ჩვენ შევხვდებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.